21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 23:37:14, 677 ნახვა

მსოფლიო
იემენში მოქმედმა ჰუსიტებმა ისრაელის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს და სარაკეტო დარტყმების გაგრძელება დაანონსეს

იემენში მოქმედმა ჰუსიტთა ჯგუფმა ისრაელის სამხრეთზე თავდასხმების სერიაზე პასუხისმგბელობა აიღო. ამის შესახებ ჰუსიტთა პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

როგორც იაჰია სარი აღნიშნავს, ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმა ღაზას მოსახლეობის წინაშე რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით განხორციელდა.

მისივე თქმით, თავდასხმები გაგრძელდება იქამდე, "სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება".

"იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ გააგრძელებს დარტყმებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება", - განაცხადა იაჰია სარიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics