|
2023-10-31 13:00:11, 762 ნახვა
საზოგადოება
DATA BOOTCAMP-ი ბათუმის ტექნოპარკში
"თიბისის" განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით Data Bootcamp-ი ჩატარდა. მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით. ფინალურ დღეს კი შექმნილი პროექტები, წარუდგინეს ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ. Data Bootcamp-ის პარტნიორია "თიბისი". გურჯაანის და ზუგდიდის Bootcamp-ის მსგავსად, ბათუმის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, "თიბისი" აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ და "თიბისის" პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ბათუმის Data Bootcamp-ში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. ბათუმის, ზუგდიდისა და გურჯაანის შემდეგ, Data Bootcamp-ის დასკვნითი ეტაპი, ნოემბერში, თბილისში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)