|
2023-10-30 17:13:35, 654 ნახვა
საზოგადოება
PSP თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას განაგრძობს
ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას PSP ავრცელებს. როგორც PSP-ში აცხადებენ, ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვა. „მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხმარებელს უკვე 35-40%-ით გაუიაფდება. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი”,- აცხადებენ PSP-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)