|
2023-10-29 17:10:49, 773 ნახვა
მსოფლიო
მე ვცდებოდი, ბოდიშს ვიხდი - ნეთანიაჰუ უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ განცხადებაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს. როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს მხარს სრულად უჭერს. „მე ვცდებოდი, ბოდიშს ვიხდი. სრულფასოვნად ვუჭერ მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს, თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და იბრძვიან",- ამბობს ნეთანიაჰუ. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, 28 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ არ გააფრთხილეს. მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში წაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)