|
2023-10-28 15:46:15, 850 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს. თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით. თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)