21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 23:26:37, 863 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე მუშაობს

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ლაიენის თქმით, 2023 წლის ოქტომბერში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძირითად პრინციპებზე ფინანსთა მინისტრებმა პროგრესს მიაღწიეს.

"ჩვენ წარმოვადგენთ შემოთავაზებას, რომ გამოვნახოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ შემოსავლები იმ აქტივებიდან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირში შეზღუდული რაოდენობის ფინანსური ინსტიტუტებისგან სარგებელს იღებენ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის აქტივები 2022 წლის მარტში გაყინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics