22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 17:34:12, 883 ნახვა

მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, სანქციები შეეხო ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელს, ჰალედ ქადუმის და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე წევრს. სასანქციო პაკეტში ასევე მოხვდა ღაზაში მოქმედი საქველმოქმედო ასოციაცია „ალ-ანსარი“ და მისი დირექტორი ნასერ ალ-შეიხ ალი. 

"ჩვენ არ მოგვერიდება ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო შემცირდეს "ჰამასის" უნარი, განახორციელოს საშინელი ტერორისტული თავდასხმები", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ, უოლი ადეემომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics