|
2023-10-27 11:22:39, 873 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - 2023 წელს ათეულობით აფთიაქი გამოვავლინეთ, რომლებიც მედიკამენტების რეალიზაციას რეცეპტის გარეშე ახდენდნენ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის განვლილ პერიოდში, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ განხორციელდა. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების გამოვლენის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც. ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)