|
2023-10-27 10:48:31, 669 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში, აკაპულკოში ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში, კურორტ აკაპულკოში ქარიშხალ "ოტისს", სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მექსიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მთავრობის ცნობით, 4 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. როგორც Reuters-ი წერს, "ოტისმა" რომელსაც მეხუთე კატეგორიის შტორმის კატეგორია მიენიჭა, აკაპულკოში, სადაც დაახლოებით, 900 000 ადამიანი ცხოვრობს, ქუჩების დატბორვა, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების ნგრევა, მანქანების ჩაძირვა და საგზაო და საჰაერო კომუნიკაციების დაზიანება გამოიწვია. დაიტბორა საავადმყოფოებიც, საიდანაც ასობით პაციენტის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. „ის, რაც აკაპულკომ განიცადა, მართლაც დამღუპველი იყო“,- თქვა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე. მთავრობამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)