00:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 18:13:37, 505 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ველოდებით, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ბიზნესები მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის

„აბრეშუმის გზის ფორუმი" წარმატებით მიმდინარეობს - გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ შეთანხმებებს ეწერება ხელი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა თუ  საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, იმედი გვაქვს, რომ ფორუმის ფარგლებში ბიზნესებიც მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარში, სადაც ფორუმის მთავარი სადისკუსიო პანელები შეაჯამა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ფორუმი ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესების წარმომადგენლებს.

„ასეთი პლატფორმა, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია, აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტაზე" - განაცხადა მინისტრმა.

ფორუმის მთავარი თემა დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს, მინისტრის ინფორმაციით,  საუბარი წარიმართა  არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ შუა დერეფნის სხვა აქტუალურ საკითხებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე აქტიურად მონაწილეობენ  შუა დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მინისტრებთან ერთად, რომლებიც  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, პანელს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და სახმელეთო-სატრანსპორტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ვისაუბრეთ განვითარების ტენდენციებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შუა დერეფანში არსებული გამოწვევები დაიძლიოს საერთაშორისო, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. იცით, რომ არსებობს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დინამიკაში ახლდება და  ძირითადი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რის შესაძლებლობასაც  ფორუმი გვაძლევს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics