22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 17:12:22, 623 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგიფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

The Times Of Israel-ის ცნობით, ჰასან ალ-აბდულა სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.

გამოცემის ცნობითვე, ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდასხმებს "ჰამასის" კიდევ რამდენიმე წევრი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics