|
2023-10-26 11:02:52, 702 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია ჩაატარეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და ხუთი ერთეული სპეცტექნიკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად გაეცნო. „სამშენებლო ნარჩენის პრობლემა ხუდადოვის ტყეში, სამწუხაროდ, მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციებს აქ რეგულარულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ სივრცეებში, ქალაქის ქუჩებში, კონტეინერებში ნუ განვათავსებთ სამშენებლო ნარჩენს, რაც შემდგომ ჩვენს სპეცმანქანებსაც აზიანებს. ყველა ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გამოსავალი მარტივია - გლდანში, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალურ ობიექტზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის ინერტული ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიანი ტარიფებით“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)