22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 10:33:32, 697 ნახვა

მსოფლიო
ლიბიის პარლამენტმა ისრაელის მხარდამჭერი სახელმწიფოების ელჩებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლიბიის პარლამენტი მოითხოვს, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ლიბიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იტყობინება, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ "პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა" არ შეწყდება, პარლამენტი მთავრობას მოსთხოვს, ისრაელის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ნავთობისა და გაზის ექსპორტი შეწყვიტოს.

„მოვითხოვთ, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია [ლიბია]. თუკი, სიონისტური მტრის მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა არ შეჩერდება, ჩვენ ვთხოვთ ლიბიის მთავრობას, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მას“,- ნათქვამია პარლამენტის განცხდებაში.

პარლამენტი ასევე "მკაცრად გმობს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს" და გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, რომ აღნიშნული ქვეყნები "ღაზას სექტორში ისრაელის დანაშაულებს მხარს უჭერენ, ხოლო მათი ლიდერები ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე ლექციებს ატარებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics