|
2023-10-26 10:00:03, 672 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადეს
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციას ვეტო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, შეერთებული შტატების რეზოლუცია ღაზას სექტორში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით, „ჰუმანიტარული პაუზის" აუცილობლობას უსვამდა ხაზს. რეზოლუციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება, თუმცა საუბარი არ იყო ცეცხლის შეწყვეტაზე. რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. მომხრე იყო 10 წევრი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვეტოს გამო "ღრმად იმედგაცრუებულია". სხდომაზე კენჭი უყარეს რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციასაც, რომელმაც დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა ვერ მოიპოვა. რუსეთის რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და გასულ კვირას წარდგენილი პროექტისგან განსხვავებით მითითებული იყო, რომ "ჰამასის" თავდასხმებს გმობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)