|
2023-10-25 23:47:45, 746 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს
შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, სახმელეთო ინტერვენცია არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია ომის კანონებთან. „საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ აღიარებს ამას მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემის ფარგლებში. მაშასადამე, სახმელეთო შეჭრა, თუ ის მიმართულია ტერორისტულ ჯგუფებზე, რომლებიც მთლიანად იდენტიფიცირებულია, მათი არჩევანია, მაგრამ ისინი თუ გულისხმობენ მასიურ სახმელეთო შეჭრას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ, ვფიქრობ, ეს იქნება შეცდომა და ეს იქნება ისრაელის შეცდომა. ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემასთან, ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალთან და ომის კანონებთან“, – აცხადებს მაკრონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)