|
2023-10-24 21:43:54, 816 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი მოთხოვნა უკანონო პატიმრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა. ირაკლი ბებუას ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, "სახელმწიფო არ იყენებს საერთაშორისო პლატფორმას სათანადოდ". "ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის დამძიმებული. მისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ირაკლის სასწრაფოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მის გათავისუფლებას. საერთაშორისო პლატფორმა ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ ირაკლი სწრაფად გათავისუფლდეს და ვფიქრობ, სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტს სათანადოდ. ამიტომ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ გააკეთოს ყველაფერი სწრაფად ირაკლის გასათავისუფლებლად", - განაცხადა თამუნა ბებუამ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა და 8 ამავე წლის დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. . ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)