|
2023-10-24 17:21:21, 801 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა „ჰამასის“ წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი აღმოჩნდეს. როგორც ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "ჰამასი" ასევე საფრთხეს უქმნის ევროპას. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლას", არ შეუერთდეს ომს. "იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება",- განაცხადა ნეთანიაჰუმ. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომს "საფრანგეთის ომი" უწოდა. მანვე "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლველად, საერთაშორისო კოალიციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს დღეს, 24 ოქტომბერს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს უკვე შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)