|
2023-10-24 11:48:36, 702 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რეგიონში, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, თამარ გაბუნია, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე, ევროპის ქვეყნებში, პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე. თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე, მინისტრის მოადგილემ, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)