|
2023-10-24 01:12:59, 939 ნახვა
მსოფლიო
სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმაა
სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ლიბანური სააგენტო Al Mayadeen იტყობინება. დარტყმები განხორციელდა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით აშშ-ს ბაზებზე ალ-ტანფში, ალ-ომარსა და ალ-შადადში. სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ჯო ბაიდენმა გამოსვლა შეაწყვეტინა. პრეზიდენტი უმალ მივიდა თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში, რადგან, როგორც მან თქვა „არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“. იქ აშშ-ის პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსს, თავდაცვის მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეხვდება. ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში გეგმავენ აშშ-ს ჯარებზე იერიშების განხორციელებას. სიტუაციური ცენტრი წარმოადგენს ე.წ ოთახს, რომელიც მოწყობილია კრიზისული ვითარების დროს ოპერატიული შტაბების მართვისთვის. იგი განლაგებულია თეთრი სახლის ქვეშ ღრმად განლაგებულ, დაცულ ბუნკერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)