|
2023-10-21 15:25:42, 596 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ეკონომიკისცირკულარობის დონის შეფასების შედეგებს გაეცნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონპავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებსსაქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტრო ავცრელებს. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკისცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტულიდარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისსაკვანძო ეტაპები, ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობები თითოეული სამიზნედარგისთვის, დარგობრივი ანალიზის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლისმომტანია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, გარემოსდაცვითი მიმართულებებით დაკავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა დარიუშ ედვარდპრასეკმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევისა დასტრატეგიის შემუშავების შესახებ ისაუბრა. საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდებასაქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოსცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორისსაკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)