02:23 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 17:12:21, 703 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ექსპო ჯორჯიაში“ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და „თიბისის“ მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების  მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიების გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160 მეწარმე ქალი მიიღებს. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ. დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი  იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), „თიბისი“, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics