02:33 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:22:18, 713 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

"ისრაელის ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა დეტალური და განახლებული ინფორმაცია ისრაელში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე გმობს ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics