|
2023-10-17 17:04:36, 575 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - აშშ-თან თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება
საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, მრავალმხრივ, განგრძობით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ურთიერთნდობასა და ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერა მიმოიხილა, ახლო მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებასა და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას ემყარება. გასულ წელს, აშშ-დან დაახლოებით 68 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მივიღეთ. წელსაც ანალოგიურ დახმარებას მივიღებთ. ეს ტენდენცია და ზოგადად, გრანტის სახით დაფინანსების ტენდენცია არის მზარდი, იმდენად მზარდი, რომ რამდენიმე მათგანი, მაგ. EPF, გერმანიის გრანტები, რომელიც უპრეცედენტოა, აქამდე არ ყოფილა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღნიშნული დახმარებები მივიღეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროს კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რომელთა განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში აშშ არის ჩართული. „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია; აქტიურად გრძელდება კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით”,- დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)