|
2023-10-17 11:27:38, 760 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ განათლების ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში
„თიბისის“ განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება. ღონისძიების თემაა - როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?! „თიბისის“ ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე. სტუმრები გაეცნობიან „თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგებენ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექში. მომხსენებლები არიან:
შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს. დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიების შესწავლა მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თიბისი“ ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. „თიბისის“ ტრექნოლოგიური განათლების კურსები ეს არის შესაძლებლობა ახალ თაობისთვის დაიწყონ ტექნოლოგიების შესწავლა და პროფესიის დაუფლებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯები, რათა უკეთ დაინახონ კარიერული პერსპექტივები. ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10. ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59. ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)