|
2023-10-16 17:17:46, 566 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ერთი თვის წინ რუხის კლინიკა მრავალპროფილური გახდა, სადაც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ
ერთი თვის წინ რუხის კლინიკა,მრავალპროფილური გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სრული,მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული კლინიკა ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. “პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელი, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დიალიზისა და კოვიდ განყოფილების გარდა, არც ერთი სხვა მიმართულება არ არსებობდა. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, ყველა ის საჭირო მიმართულება დაგვემატებინა, რაც მრავალპროფილურ კლინიკას უნდა გააჩნდეს. 15 სექტემბერს, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულყოფილად გავხსენით. ერთი თვის შემდეგ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მომსახურებით 1 000-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.სამედიცინო დაწესებულება, ჩვენს მოქალაქეებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს“,- განაცხადა აზარაშვილმა. რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო 140 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული დეპარტამენტი. ადგილზე, პაციენტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ზოგადი ქირურგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ყბა-სახის ქირურგის,ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის,თორაკალური ქირურგიის,გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგიის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების სამედიცინო მომსახურეობა. ასევე -პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს 24 საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის, რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირების ოპერაციები კეთდება და რომელსაც ფილტვის დაზიანების ინდექსის გამომთვლელი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია რენტგენისა და პლეტიზმოგრაფის აპარატი, რომელიც ფილტვის ფუნქციის მაქსიმალური გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. სამედიცინო დაწესებულებაში არის უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)