|
2023-10-14 16:27:19, 871 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“ რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს
რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის "ჰამასი" და "ჰეზბოლა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აღნიშნულ ქმედებებს იმისთვის აკეთებს, რომ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.საზოგადოება დააშინოს. "რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის "ჰამასი" და "ჰეზბოლა". რუსეთი სულ უფრო მეტ ფულს ჩადებს ბოროტებაში, რადგან მას ესმის მთავარი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აშინებს საზოგადოებას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. არის ირანი, არის ჩრდილოეთ კორეა. არიან მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ ამოცანებს, როგორიცაა ჰამასი ისრაელში. არიან მარიონეტები, რომელთაც რუსეთის მეშვეობით შეუძლიათ რესურსების ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში და იარაღის მიწოდება. ამ ყველაფრის ავტორი რუსული მხარეა", - განაცხადა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)