23:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 14:38:55, 836 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები ნატოს უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ აისახება

ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ალიანსის უკრაინისადმი მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და ნატოს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკის გამო, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით, აქ, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და ნატოს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვართ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკით. თუმცა ეს არ შეასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს ცხადია, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. მხოლოდ ბოლო დღეებში ნატოს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებასთან დაკავშირებით. გერმანიამ განაცხადა საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ, მათ შორის „პეტრიოტის“ თანამედროვე სისტემების, ასევე - აშშ-მა, ბრიტანეთმა და მრავალმა სხვამ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics