23:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 12:10:00, 833 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზას მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს

ისრაელის მოთხოვნას ღაზას მოსახლეობის მიმართ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის მოწოდება მიუღებელი და "არაადამიანურია", ამასთან ერთად თურქეთი იმედოვნებს, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას შეცვლის.

„ღაზის 2.5-მილიონიანი მოსახლეობის იძულება, რომელიც განურჩეველი დაბომბვის ქვეშ იმყოფება და მოკლებულია ელექტროენერგიას, წყალსა და საკვებს, გადასახლდნენ უკიდურესად მცირე ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და არაადამიანურია. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელი უარს იტყვის ამ სერიოზულ შეცდომაზე და დაუყოვნებლივ დაასრულებს სასტიკ და განურჩეველ ქმედებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics