|
2023-10-13 16:32:29, 770 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - ის რაც ახლა ისრაელში ხდება, ISIS-ის ქმედებებზე მეტად სასტიკი და შემაძრწუნებელია
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ "ჰამასის" ქმედებები გაცილებით სასტიკი და შემაძრწუნებელია, ვიდრე ISIS-ის. ოსტინმა დასძინა, რომ აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო "ასეთ ვითარებაში არ არის ნეიტრალურობის დრო" და საჭიროა, დაიგმოს "ჰამასის" სასტიკი ტერორისტული მოქმედებები. "ვისაც ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, უნდა დაგმოს და იზოლაციაში მოაქციოს "ჰამასი". ეს ტერორისტული დაჯგუფება პალესტინელი ხალხის სახელით არ საუბრობს, არც მათ ღირსებაზე, უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობაზე ზრუნავს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)