|
2023-10-13 14:21:12, 756 ნახვა
მსოფლიო
კონგრესის სტრატეგიული კომუნიკაციების კომისიის მოხსენების მიხედვით, აშშ რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომისთვის უნდა მოემზადოს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომისთვის უნდა მოემზადოს,- Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის სტრატეგიული კომუნიკაციების კომისიის მოხსენებაშია ნათქვამი. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მ უნდა გააფართოოს ძალები, გააძლიეროს ალიანსები და დაიწყოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერება. მოხსენებაში ჩართულმა მაღალჩინოსანმა უარი თქვა, ესაუბრა საკითხზე - არსებობს თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რამე ტიპის თანამშრომლობა. „ჩვენ ვწუხვართ. შესაძლოა, იყოს მათ შორის საბოლოო კოორდინაცია, რომელიც მიგვიყვანს ამ ორი ომის კონსტრუქციამდე“,- განაცხადა მაღალჩინოსანმა. მოხსენება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად. „აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის ერთდროულად შეკავებისა და დამარცხებისთვის. აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო წესრიგი და მის მიერ დაცული ფასეულობები საფრთხეშია ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმებისგან",- აღნიშნულია მოხსენებაში. კონგრესმა 2022 წელს შექმნა პანელი ექვსი "დემოკრატისა" და ექვსი "რესპუბლიკელისგან", რათა შეაფასოს შეერთებული შტატების გრძელვადიანი საფრთხეები და რეკომენდაცია გაუწიოს აშშ-ის ჩვეულებრივ და ბირთვულ ძალებში ცვლილებების შეტანას. "ჩინეთისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები 2027-2035 წლეებში გამწვავდება, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ახლა, რათა ქვეყანა იყოს მომზადებული“,- ნათქვამია 145-გვერდიან მოხსენებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)