|
2023-10-13 09:23:26, 780 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბლინკენი მეფე აბდულა II-სა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამასთან, როგორც ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ ქვეყნებს კონფლიქტის მოგვარებისა და ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებულ თხოვნას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”,- განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარსაც ეწვევა. ბლინკენი გუშინ, 12 ოქტომბერს ისრაელში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)