23:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 22:14:50, 725 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას სახდეპზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახდეპში აცხადებენ, რომ ისინი ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატართან მსჯელობენ.

მანამდე კი, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს პალესტინის პრეზიდენტი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics