|
2023-10-11 14:39:19, 683 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონის N 69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. "ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე - 91 ხე და 200 ბუჩქი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 418 833 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)