|
2023-10-11 11:01:11, 836 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე წერს. ზელენსკის განცხადებით, მონაწილეობას მიიღებს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. მისივე თქმით, გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. "ბელგია, ბრიუსელი. ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, რომელიც გადამწყვეტი იქნება ჩვენი მდგრადობისთვის ამ ზამთარში. მე გავმართავ შეხვედრებს ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. პირველად "ოფლაინში" მივიღებ მონაწილეობას „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში. მე მაქვს მნიშვნელოვანი მიმართვა ამ ძლიერი კოალიციის წევრი ქვეყნების თავდაცვის ყველა მინისტრთან. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე მეორედ გავმართავ მოლაპარაკებებს ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე დე კროუსთან",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)