|
2023-10-10 21:52:59, 835 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ელჩი - ბავშვებს მოაჭრეს თავები, „ჰამასმა“ უდანაშაულო ადამიანები ამოწყვიტა
ჰამასის წევრებმა ღაზის სექტორთან ახლოს ბავშვებს თავები მოჰკვეთეს, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადა მეიცადიმ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მეიცადი აღნიშნულ ფაქტს ბარბაროსულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო მსგავს სისასტიკეს ბოლო წლების განმავლობაში არ გადასწყდომია. "ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს არ წავწყდომივართ უკანასკნელი წლების განმავლობაში", - განაცხადა ისრაელის ელჩმა. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)