|
2023-10-09 19:42:45, 637 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით
ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, რასაც "ჰამასი" გამოცდის, რთული და საშინელი იქნება. "თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსაველთს..ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და ვიქნებით დაამარცხე ისინი ძალით", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. დღეს, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)