|
2023-10-09 10:48:50, 688 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260 ცხედარი იპოვეს
"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის სამაშველო სამსახურზე (Zaka) დაყრდნობით ავრცელებს. 7 ოქტომბერს, ისრაელი-ღაზას საზღვრის მახლობლად, ნეგევის უდაბნოში ებრაული დღესასწაულის, სუკოტის აღსანიშნავად მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ფოტომასალების მიხედვით, "ჰამასის" წევრებმა ფესტივალზე დამსწრე ადამიანების ნაწილი მძევლად აიყვანეს, გაქცეულ მოქალაქეებს კი, ესროდნენ. ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმას ისრაელში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)