|
2023-10-09 09:39:50, 693 ნახვა
მსოფლიო
ცახალმა მთელი ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორში 500 სამიზნეზე იერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალმა) განაცხადა, რომ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებმა ღამით ღაზას სექტორში გაანადგურა 500-ზე მეტი სამიზნე, რომლებიც ეკუთვნის ჰამასის და ისლამურ ჯიჰადს. განცხადების თანახმად, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, ვერტმფრენებმა და არტილერიამ დაარტყეს „500-ზე მეტი ტერორისტის სამიზნეს“ და „შეტევა განხორციელდა ჰამასის შვიდ სამეთაურო ცენტრსა და ისლამური ჯიჰადის სამეთაურო ცენტრზე“. ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს "ბევრი მრავალსართულიანი შენობა", რომელთაგან ერთ-ერთში, მათი თქმით, განთავსებული იყო "ჰამასის ტერორისტების სამეთაურო ცენტრი", საიდანაც ბოევიკებმა შეაღწიეს ისრაელში. ასევე თავს დაესხნენ შენობას, რომელსაც იყენებდა ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი მეთაური. გარდა ამისა, ბოევიკების სამი გვირაბი დაბომბეს ბეიტ ჰანუნის რაიონში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ერთ-ერთი სამიზნე იყო მეჩეთში. ღამით ისრაელის სამხედროებმა ასევე შეუტიეს ისლამური ჯიჰადის ობიექტს, რომელიც მდებარეობს შენობაში, სადაც „ტერორისტები მოქმედებენ და ცხოვრობენ“, თქვა IDF-მა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს დარტყმებს ღაზას სექტორში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)