|
2023-10-08 19:05:46, 764 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკისა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ გაავრცელა. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა ისრაელს სოლიდარობას უცხადებს. "პრემიერ-მინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებაზე, შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებენ თავდასხმების მოსაგერიებლად. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბური, თავხედური თავდასხმისგან იტანჯება და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა. ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ",- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)