00:55 - 29 May, 2026
|
2023-10-05 22:54:10, 666 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეჩერდეს
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეჩერდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, ის ევროპელ კოლეგებთან ერთად გრანადაში გამართულ პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მუშაობს საკითხზე, რათა მისი მოლაპარაკებები შედგეს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეჩერდეს სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. კარგი იქნებოდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედროდნენ აქ არსებული მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და ჩემთან, მაგრამ ჩვენ აქ ვიმუშავეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოლაპარაკებები შედგება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)