|
2023-10-04 16:38:23, 641 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს. იანუკოვიჩის გარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსებიც, მათ შორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ყოფილი ხელმძღვანელი, "ბერკუტის" სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური და ა.შ. "დადგინდა, რომ მათ 2014 წლის 18-20 თებერვალს გასცეს ბრძანება და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სათანადო საფუძვლისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ძალისმიერი წინააღმდეგობისა და დარბევის მიზნით, სპეციალური საშუალებების, სამხედრო ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცენტრში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიზნით. ოფიციალურმა პირებმა მაიდანზე თავდასხმა მოაწყვეს "ანტიტერორისტული ოპერაციის" საფარქვეშ და 20 თებერვალს, დილით მომიტინგეების ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. ეს გაკეთდა უფლებამოსილების გადამეტებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში. საბრალდებო დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)