|
2023-10-04 14:37:32, 778 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ოვსიანიკოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დამნაშავედ ცნეს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ყოფილი ტელეწამყვანისთვის თავისუფლების აღკვეთას 9,5 წლით ითხოვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?” მანამდე, მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, რომლის დროსაც, უკრაინის ომის საწინააღმდეგო პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან დადგა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)