|
2023-09-29 16:41:30, 748 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს, არარეალურია
არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ევროკავშირმა არ იცის, რამდენად დიდია უკრაინის ტერიტორია, რადგან იქ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და "ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა". "როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში განვიხილავთ უკრაინის მომავალს, ვერ ავიცილებთ თავიდან კითხვას, შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან? ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მოსახლეობა, რადგან ისინი ქვეყნიდან გარბიან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა", - განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)