07:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 17:16:32, 1358 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა და ნატო უკვე დე ფაქტო მოკავშირეები არიან, გაწევრიანება დროის საკითხია

უკრაინა და ნატოს წევრი ქვეყნები დე ფაქტო მოკავშირეები არიან, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსული ტერორისგან დაცვა, რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება იყო.

"დღეს შედგა საუბარი დე ფაქტო მოკავშირეებს შორის და ეს დროის საკითხია - როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღე, რაც შეიძლება მალე დადგეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 28 სექტემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics