|
2023-09-28 11:28:39, 1148 ნახვა
მსოფლიო
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობს შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყარაბაღის ე.წ. საინფორმაციო შტაბი ავრცელებს. ე.წ. საინფორმაციო შტაბის ცნობით, განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. "განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებმა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც იარაღი დაყარეს, შეძლონ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გადაადგილება და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: 1. 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას. 2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ",- აღნიშნულია განკარგულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)