|
2023-09-28 10:21:32, 838 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა [ვიდეო]
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ომის დროს უკრაინის ფინანსური, თავდაცვითი და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. "მთელი ერის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის - სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული. ჩვენ ვაფასებთ, რომ შეგვიძლია, თქვენი იმედი ვიქონიოთ",- განაცხადა ზელენსკიმ. ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს. "ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის დონე, რაც უკრაინის არმიას საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, კერძოდ, შორი დისტანციური იარაღის საშუალებით. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაქო ვილნიუსში, ნატოს სამიტზე შვიდი ჯგუფის მიერ უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის მიღება და გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების შესახებ",- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)