|
2023-09-25 13:30:16, 879 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს გრანადაში შეხვდებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს, გრანადაში შეხვდებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ავრცელებს. გრიგორიანის ინფორმაციით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან. "17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ 19-20 სექტემბერს განხორციელებული ოპერაციის შედეგად 8 ათასზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)