01:32 - 29 May, 2026
|
2023-09-21 17:43:46, 1076 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა
დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანაშაულისა და ანტიტერორისტული სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკ პრაისი ავრცელებს. პრაისის თქმით, საუბარია სამ მამაკაცსა და ორ ქალზე, რომლებიც "აგროვებდნენ მტრისთვის ირიბად ან პირდაპირ სასარგებლო ინფორმაციას". "CPS-მა დაამტკიცა ბრალდება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცისა და ორი ქალის წინააღმდეგ. ორლინ რუსევი - 45, ბიზერ ჯამბაზოვი - 41, კატრინ ივანოვა - 31, ივან სტოიანოვი - 31 და ვანია გაბეროვა - 29 წლის. ეს პირები ბრალდებულნი არიან ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნება მტრისთვის იმ საზიანო მიზნებისთვის", - განაცხადა ნიკ პრაისმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)