|
2023-09-14 12:25:39, 827 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი ამოწმებს ცნობებს „ვაგნერის“ მებრძოლების ქვეყანაში ჩასვლის შესახებ
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური (NSS) ამოწმებს მედია პუბლიკაციებს "ვაგნერის" მებრძოლების სომხეთში დიდი რაოდენობით ჩასვლის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე, ოპოზიციონერი დეპუტატის, აგნესა ჰამოიანის კითხვას უპასუხა, „ეძებს თუ არა უშიშროება "ვაგნერელებს“. „რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს "ვაგნერელების" ძებნაში, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, უპასუხონ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციებს და ეს არის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნორმა. როგორც ვიცი, ასეთი პუბლიკაცია იყო "ტელეგრამების" არხებში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი იურისდიქციის ფარგლებში და ამაში უჩვეულო არაფერია“, - უპასუხა პრემიერმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რამდენიმე სომხური ტელეგრამის პუბლიკაციებს უწოდა, რომ სომხეთში არის "ვაგნერის" PMC-ის 3000 მებრძოლი, რომლებიც ადგილობრივი ძალების მხარდაჭერით ამზადებენ გადატრიალებას და მთავრობის დამხობას პრემიერის მეთაურობით. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ამ ბრალდებებს სისულელე უწოდა, იუწყება Radio Azatutyun.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)