01:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 10:27:01, 813 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი თურქეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, კლევერლის ვიზიტი 13-14 სექტემბერს გაიმართება.

„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თურქული მედიის ცნობით, ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება, სადაც საუბარი უკრაინაში ომს და "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას" შეეხება.

„მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, "მარცვლეულის ინიციატივისა" და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“,- წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics